ფეხბურთი | ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოსა და თურქეთთან გასამართი მატჩებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

16:42, 07.11.2025

ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ დიმიტროვმა თურქეთსა და საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

15 ნოემბერს ბულგარეთი ქალაქ ბურსაში თურქეთს შეხვდება, ხოლო 18 ნოემბერს სოფიაში საქართველოს უმასპინძლებს.

მეკარეები: დიმიტარ მიტოვი („აბერდინი“), ალექს ბოჟევი („სლავია პრაღა“), დიმიტარ ევტიმოვი („ბოტევ ვრაცა“).

მცველები: პეტკო ხრისტოვი („სპეცია“), დანას ჩერნევი („ესტრელა ამადორა“), კრისტიან დიმიტროვი („ლევსკი“), როსენ ბოჟინოვი („როიალ ანტვერპი“), ანტონ ნედიალკოვი („ლუდოგორეცი“), მარტინ გეორგიევი („სლავია“), ვიქტორ პოპოვი („კორონა კიელცე“), კრისტიან პეტროვი („ჰერენვენი“).

ნახევარდამცველები: ილია გრუვევი („ლიდსი“), ფილიპ კრისტევი („ოქსფორდ იუნაიტედი“), ანდრიან კრები („აპოელი თელ ავივი“), კრისტიან სტოიანოვი („სლავია“), სტანისლავ შოპოვი („ოსიეკი“), ივაილო ჩოჩევი („ლუდოგორეცი“), ივან იორდანოვი („ლუდოგორეცი“).

თავდამსხმელები: მარინ პეტკოვი („ლევსკი“), რადოსლავ კირილოვი („ლევსკი“), გიორგი რუსევი („ცსკა 1948“), ზდრავკო დიმიტროვი („ბოდრუმი“), კირილ დესპოდოვი („პაოკი“), მარტინ მინჩევი („კრაკოვია“), ვლადიმირ ნიკოლოვი („კორონა კიელცე“).

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ორი მატჩის წინ საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზეა, ხოლო ბულგარეთი ოთხი მატჩის შემდეგ ქულის გარეშეა.

ბულგარეთის ნაკრებამდე, 15 ნოემბერს საქართველოს ეროვნული გუნდი თბილისში, „დინამო არენაზე“ ესპანეთს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველო – ესპანეთი | 15 ნოემბერი, 21:00 საათი

ბულგარეთი – საქართველო | 18 ნოემბერი, 23:45 საათი

მსგავსი