ფეხბურთი | ბუკაიო საკამ და „არსენალმა“ ახალი კონტრაქტი შეათანხმეს #1TVSPORT
ფეხბურთი | ბუკაიო საკამ და „არსენალმა“ ახალი კონტრაქტი შეათანხმეს #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების შემტევმა, ბუკაიო საკამ გაუმჯობესებულ პირობებზე ახალი კონტრაქტი შეათანხმა ლონდონის „არსენალთან“, – იტყობინება გამოცემა The Athletic-ი.

ხელშეკრულება ძალაში იქნება 2031 წლის ზაფხულამდე. 24 წლის გარემარბის წინა კონტრაქტი 2027 წლის ივნისში იწურებოდა.

საკა „არსენალის“ აღზრდილია. პირველ გუნდში ჩატარებულ 250-ზე მეტ მატჩში მან 77 გოლი გაიტანა და 78 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.