ფეხბურთი | ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა - „ჰაიდენჰაიმმა“ „აინტრახტთან“ ფრედ ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT

გერმანიის ბუნდესლიგის მე-9 ტურის მატჩში „ჰაიდენჰაიმმა“ საკუთარ მოედანზე ფრანკფურტის „აინტრახტი“ მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში ბუდუ ზივზივაძემ, რომლის მიერ 32-ე წუთზე გატანილი გოლით მასპინძლებმა პირველი ტაიმი 1:0 მოგეს – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელისთვის ეს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გოლია.

ზივზივაძე 70-ე წუთზე შეცვალეს, მისი თამაში „ფლეშსკორმა“ 7.8 ქულით შეაფასა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.