ფეხბურთი | ბუდუ ზივზივაძე მოედანს დაუბრუნდა - გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ „ჰაიდენჰაიმი“ დაამარცხა #1TVSPORT
ფეხბურთი | ბუდუ ზივზივაძე მოედანს დაუბრუნდა - გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ „ჰაიდენჰაიმი“ დაამარცხა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. ქართველი ფორვარდის „ჰაიდენჰაიმი“ გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგთან“ საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდა.

ზივზივაძეს მუხლის ტრავმის გამო 22 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. იგი განაცხადში პირველად დაბრუნდა და მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა, გოჩოლეიშვილმა კი თამაშში 80-ე წუთიდან მიიღო მონაწილეობა.

„ჰამბურგმა“ შეხვედრა უკეთ ჩაატარა და კონიგსდორფერის (45+3) და ფილიპის (78) გოლებით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. 21 ტურის შემდეგ „ჰამბურგი“ 22 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო „ჰაიდენჰაიმი“ 13 ქულით ბოლო, მე-18 პოზიციაზე იმყოფება.