ფეხბურთი | ბრაზილია კარლო ანჩელოტისთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მუშაობს #1TVSPORT

17:58, 13.12.2025

ბრაზილიის ნაკრებს კონტრაქტის გაგრძელება სურს მთავარ მწვრთნელთან, კარლო ანჩელოტისთან.

ქვეყნის საფეხბურთო კონფედერაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს იტალიელ სპეციალისტთან კონტრაქტის გაგრძელებაზე 2030 წლის ბოლომდე, – დაწერა გამოცემა Globo-მ.

ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს 2025 წლის მაისიდან ავარჯიშებს.

იტყობინებიან, რომ მიმდინარე კონტრაქტით ანჩელოტის ხელფასი წელიწადში 10 მილიონ ევროს უტოლდება. ეს ყველაზე მაღალი ანაზღაურებაა ნაკრების მწვრთნელებს შორის. ხელშეკრულება ითვალისწინებს ბონუსს 5 მილიონი ევროს ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილია მოიგებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს.

აღნიშნავენ, რომ, კონფედერაციის ხელმძღვანელთა აზრით, ანჩელოტიმ უკვე საკმარისი გააკეთა იმისთვის, რომ დაებრუნებინა ეროვნული გუნდი სწორ გზაზე და გაეზარდა გულშემატკივართა მოლოდინი მსოფლიო ჩემპიონატისგან.

მსგავსი