ფეხბურთი | ბოსნიური გამოცემა - „სანტანდერმა“ გიორგი გულიაშვილის სანაცვლოდ 2.5 მილიონი ევრო გადაიხადა #1TVSPORT
„სარაევოს“ კაპიტანმა, გიორგი გულიაშვილმა ლა ლიგა 2-ის ლიდერთან, სანტანდერის „რასინგთან“ 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქართველი ფეხბურთელი ესპანურ კლუბს 2.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, – ინფორმაციას გამოცემა MeridianSport-ი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, „სარაევომ“ გულიაშვილი ესპანეთში 2.5 მილიონ ევროდ გაყიდა და ამასთან, „რასინგიდან“ ფეხბურთელის მომავალი ტრანსფერიდან 15 პროცენტის მიღების უფლებაც შეინარჩუნა.
აღნიშნული თანხა ნიდალ ჩელიკის „ლანსში“ გაყიდვისას მიღებულ შემოსავალს უტოლდება (ასევე 2.5 მილიონი ევრო), რაც ბოსნიის ჩემპიონატისთვის სარეკორდოა. აღსანიშნავია, რომ ამ ლიგის ისტორიაში 10 ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერიდან რვა „სარაევომ“ განახორციელა.