ფეხბურთი | ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ საკლუბო რეკორდი გაიმეორა #1TVSPORT
ფეხბურთი | ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ საკლუბო რეკორდი გაიმეორა #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგის 2025/2026 წლის სეზონის მე-18 ტურში ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ სტუმრად ლონდონის „ჩელსი“ 2:1 დაამარცხა და თავისი საკლუბო რეკორდი გაიმეორა.

მატჩის 37-ე წუთზე ჟოაო პედრომ ლონდონელები წინ გაიყვანა, თუმცა მეორე ტაიმში ინიციატივა ბირმინგემელებმა ჩაიგდეს ხელში. 63-ე წუთზე ანგარიში ოლი უოტკინსმა გაათანაბრა, ხოლო 84-ე წუთზე მან კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი.

„ასტონ ვილამ“, ყველა ტურნირის ჩათვლით, ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვა – მსგავსი სერია ბირმინგემულ კლუბს ბოლოს 1897 და 1914 წლებში ჰქონდა.

მომდევნო მატჩი უნაი ემერის გაწვრთნილ გუნდს პრემიერლიგაში 31 დეკემბერს „არსენალთან“ ელის და გამარჯვების შემთხვევაში საკლუბო რეკორდს დაამყარებს.

ამ მომენტისთვის „ასტონ ვილა“ ინგლისის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და ლიდერ „არსენალს“ 3 ქულით ჩამორჩება.