ფეხბურთი | ბერძნული გამოცემა – გუგეშაშვილი წელს გასაოცარ კონტრასტს აჩვენებს #1TVSPORT

09:30, 10.03.2026

„არისის“ ესპანელმა, თავდამსხმელმა ლორან მორონიმ „ატრომიტოსთან“ შეხვედრის 76-ე წუთზე ლუკა გუგეშაშვილს პენალტი ვერ გაუტანა და საბერძნეთის სუპერლიგის რეკორდის დამყარების შანსი დაკარგა. თავის მხრივ, ქართველი მეკარე გასაოცარ კონტრასტს აჩვენებს – ამის შესახებ ბერძნული გამოცემა sportday წერს.

„საბერძნეთის ჩემპიონატში „ატრომიტოსთან“ ფრედ (0:0) დასრულებულ მატჩში „არისმა“ ორი მნიშვნელოვანი ქულა დაკარგა, ხოლო ლორან მორონიმ ხელიდან გაუშვა შანსი, რომ მისი სახელი, უნგრელი შემტევი ნახევარმცველის, ლაიოშ დეტარის გვერდით, ბერძნული ფეხბურთის ისტორიაში ჩაწერილიყო.

ესპანელ თავდამსხმელს 2026 წლის 7 მარტამდე სუპერლიგის მატჩებში 13 პენალტი ჰქონდა გატანილი, 1988-1990 წლებში კი „ოლიმპიაკოსში“ დეტარიმ 14 თერთმეტმეტრიანი შეასრულა ზუსტად და რეკორდსმენი გახდა. მორონისთვის საკმარისი იყო, „ატრომიტოსთან“ პენალტი გაეტანა და დეტარის რეკორდს გაიმეორებდა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და მისი სერია შეწყდა.

ლუკა გუგეშაშვილმა პირველ ორ მატჩში „ატრომიტოსის“კარი „მშრალად“ შეინახა, მიუხედავად იმისა, რომ მის კარში სამი პენალტი დაარტყეს. გასულ შაბათს ქართველმა მეკარემ გუნდს „პანეტოლიკოსთანაც“ (1:0) მოაგებინა.

ეს სერია უცნაური არ იქნებოდა, ​გუგეშაშვილის თამაში კონტრასტული რომ არ ყოფილიყო. გასულ სეზონში „პანეტოლიკოსში“ ქართველმა მეკარემ რვა პენალტიდან შვიდი გაუშვა და მხოლოდ ერთი („კალითეასთან“) მოიგერია.

ატრომიტოსში“ გადასვლამდე საბერძნეთის თასზე პაოკ-ში „ლევადიაკოსის“ წინააღმდეგ 4:1 მოგებულ მატჩში გუგეშაშვილმა ერთადერთი გოლი პენალტიდან გაუშვა“.

მსგავსი