ფეხბურთი | „ბენდელას თასის“ გამარჯვებული თბილისის „იბერია“ გახდა #1TVSPORT
დასრულდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და პოპულარული საფეხბურთო ტურნირის, „ბენდელას თასის“ 35-ე საერთაშორისო გათამაშება, რომლის გამარჯვებულიც თბილისის „იბერიის“ აკადემიის გუნდი გახდა.
ტურნირის გადამწყვეტ მატჩში „იბერია“ ტრადიციულ მეტოქეს, „დინამო თბილისის“ აკადემიას დაუპირისპირდა, მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა. მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს აჭარის გუნდები, „ვესტ ჯორჯია“ და „პორტუსი“ შეხვდნენ – მატჩი „ვესტ ჯორჯიის“ გამარჯვებით დასრულდა – 2:1.
„ბენდელას თასის“ წლევანდელი გათამაშება 2014 წელს დაბადებულთა შორის გაიმართა. მთავარი პრიზისთვის 24 გუნდი იბრძოდა. თბილისის (8 გუნდი), ბათუმის (4), რუსთავი (3), სამტრედიის, გურჯაანის, ლანჩხუთის, ქუთაისის, გორისა და ფოთის გუნდების გარდა ტურნირზე მიწვეულნი იყვნენ ალმათის „ქაირათი“, ბაქოს „ულდუზი“ და ბაქოს „ტექსილი“.