ფეხბურთი | „ბენდელას თასი“ 35-ედ გაიმართება - ტურნირში მონაწილეობას ყაზახეთისა და აზერბაიჯანს გუნდები მიიღებენ #1TVSPORT
15-დან 21 დეკემბრის ჩათვლით თბილისში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი – „ბენდელას თასი“ გაიმართება, რომელშიც წლეულს 2014 წელს დაბადებულები ფეხბურთელები ითამაშებენ.
აფხაზეთში გმირულად დაღუპული ზაზა ბენდელიანის სახელობის ტურნირი ერთადერთი არაოფიციალური შეჯიბრებაა, რომელიც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული უწყვეტად ტარდება – ტურნირის წელს 35-ედ გაიმართება.
გათამაშებაში წელს პირველად 24 გუნდი ითამაშებს – თბილისიდან, ფოთიდან, ბათუმიდან, ლანჩხუთიდან, ქუთაისიდან, გორიდან, რუსთავიდან, გურჯაანიდან. ამას გარდა, მთავარი პრიზისთვის იბრძოლებენ სტუმრები ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან.
მატჩებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრი უმასპინძლებს.