ფეხბურთი | ბედოშვილმა ეროვნულ ლიგაში პირველი ჰეთთრიკი შეასრულა – „იბერიამ“ „მეშახტე“ დაამარცხა #1TVSPORT

18:39, 02.05.2026

ეროვნულ ლიგაში თბილისის „იბერია“ ტყიბულის „მეშახტეს“ ესტუმრა და ვახო ბედოშვილის შესანიშნავი თამაშით 4:1 დაამარცხა.

წყალტუბოში გამართულ დაპირისპირებაში თბილისელებმა მე-10 წუთზე ბედოშვილის მიერ გატნილი ბურთით ანგარიში გახსნეს. ათ წუთში ირაკლი სიხარულიძემ წონასწორობა აღადგინა. 42-ე წუთზე სტუმრები პაატა ღუდუშაურმა კვლავ წინ გაიყვანა, ხოლო დარჩენილ დროში ბედოშვილმა კიდევ ორი გოლი გაიტანა და მიმდინარე სეზონში პირველი ჰეთთრიკი შეასრულა.

10 ტურის შემდეგ „იბერიამ“ 20 ქულა დააგროვა, „რუსთავს“ (18) ისევ გადაასრწო და პირველ ადგილზეა, ხოლო „მეშახტე“ მე-8 პოზიციას იკავებს.

მსგავსი