ფეხბურთი | ბათუმის „დინამოს“ გენერალური მენეჯერი - კლუბი ახალ მოდელზე თანმიმდევრულად გადადის #1TVSPORT
ფეხბურთი | ბათუმის „დინამოს“ გენერალური მენეჯერი - კლუბი ახალ მოდელზე თანმიმდევრულად გადადის #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ ახალმა გენერალურმა მენეჯერმა, ნიკოლოზ ჯღარკავამ და კლუბის საფეხბურთო ოპერაციების მენეჯერმა, ნიკა ჭანტურიამ თურქეთში გუნდთან შეხვედრის შემდეგ მომავალ საქმიანობაზე კომენტარი გააკეთეს.

ნიკოლოზ ჯღარკავა – „მართვის ნაწილში კლუბი თანმიმდევრულად გადადის ახალ მოდელზე, რაც გულისხმობს როგორც პასუხისმგებლობების, ასევე მართვის სადავეების მკაფიო გამიჯვნას და გადანაწილებას.

რაც შეეხება სპორტულ მხარეს, კლუბის მენეჯმენტი და სამწვრთნელო გუნდი ყველაფერს აკეთებენ, რომ ბათუმის „დინამოს“ მომზადების პროცესი სათანადო და მშვიდ გარემოში წარიმართოს – განსაკუთრებით ტრანსფერების აკრძალვის ფონზე.

ნიკა ჭანტურია – „ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, თბილისის „ლოკომოტივში“ სპორტულ დირექტორად მუშაობისას გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა. ვიცი, როგორ მუშაობს კლუბის მენეჯმენტი. კარგად ვაცნობიერებთ, რა გუნდში და ქალაქში ჩამოვედით, გააზრებული გვაქვს ის პასუხისმგებლობა, რასაც ბათუმის „დინამოში“ მუშაობა ჰქვია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივარი გავახაროთ და გუნდს ღირსეულად ვემსახუროთ“.