ფეხბურთი | ბასტიან შვაინშტაიგერმა 2026 წლის მთავარი ტურნირების ტრიუმფატორები იწინასწარმეტყველა #1TVSPORT

14:38, 03.01.2026
Bayern Munich's midfielder Bastian Schweinsteiger (L) and Bayern Munich's Spanish headcoach Pep Guardiola take part in a training session in Munich, southern Germany on April 20, 2015, on the eve of the UEFA Champions League quarter-final second-leg football match Bayern Munich v FC Porto. AFP PHOTO / CHRISTOF STACHE        (Photo credit should read CHRISTOF STACHE/AFP via Getty Images)

გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა პროგნოზები გააკეთა 2026 წლის მთავარ ტურნირებზე. მან იწინასწარმეტყველა პრემიერლიგის, ბუნდესლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები.

შვაინშტაიგერის აზრით, პრემიერლიგაში ტიტულს მოიგებს „არსენალი“. ბუნდესლიგაში ის ფავორიტად „ბაიერნს“ მიიჩნევს, რომელიც, მისივე პროგნოზით, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდება. რაც შეეხება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს, ყოფილ ნახევარმცველს მიაჩნია, რომ თასს ინგლისის ნაკრები დაეუფლება.

უნდა აღინიშნოს, რომ ერთი წლის წინ შვაინშტაიგერმა სწორად იწინასწარმეტყველა ინგლისისა და გერმანიის ჩემპიონები, მაგრამ ვერ გამოიცნო ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულები.

მსგავსი