ფეხბურთი | „ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ჟოაო კანსელუს ტრანსფერი დაადასტურა #1TVSPORT
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტა დაადასტურა, რომ კლუბი პორტუგალიელი მცველის, ჟოაუ კანსელუს ტრანსფერს მალე შეათანხმებს.
ლაპორტას თქმით, ფეხბურთელი ესპანეთში უახლოეს მომავალში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ოფიციალურად გახდება „ბარსელონას“ მოთამაშე.
„ჟოაუ კანსელუ ჩამოდის და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ის ჩვენთან იქნება. კანსელუს ტრანსფერი დეკუს („ბარსელონას“ სპორტული დირექტორი) კიდევ ერთი დიდი წარმატებაა. დღევანდელ სატრანსფერო ბაზარზე ფეხბურთელების დამატება ძალიან რთულია, თუმცა მან შესანიშნავად იმუშავა“, – განაცხადა ლაპორტამ TV3-თან ინტერვიუში.
31 წლის ფეხბურთელი „ბარსელონაში“ „ალ ჰილალიდან“ გადადის. მიმდინარე სეზონში კანსელუმ ყველა ტურნირზე ექვსი მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.