ფეხბურთი | „ბარსელონამ“ პედრი ერთი თვით დაკარგა #1TVSPORT

14:09, 22.01.2026

„ბარსელონა“ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ნახევარმცველ პედრის გარეშე ითამაშებს.

ფეხბურთელმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მეშვიდე ტურში, „სლავიასთან“ მატჩში მიიღო. ის 61-ე წუთზე შეცვალეს. პედრის მარჯვენა ბარძაყის კუნთის ტრავმა დაუდგინდა, – იტყობინება კატალონური კლუბის პრესსამსახური.

აღნიშნავენ, რომ 23 წლის ესპანელის აღდგენის ვადა ერთ თვეს დაიკავებს.

ამ სეზონში პედრიმ 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი