ფეხბურთი | „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალი“ დაამარცხა და ესპანეთის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიგო #1TVSPORT
საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში გამართულ ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალი“ 3:2 დაამარცხა და ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.
შეხვედრა დაძაბული გამოვიდა. პირველი გოლი 36-ე წუთზე რაფინიამ გაიტანა და „ბარსელონა“ დააწინაურა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე სამი გოლი გავიდა – ვინისიუსმა ანგარიში გაათანაბრა (45+2), ლევანდოვსკიმ „ბარსელონა“ კვლავ წინ გაიყვანა (45+4), ხოლო წონასწორობა კიდევ ერთხელ გონსალო გარსიამ აღადგინა (45+6).
მეორე ტაიმში „ბარსელონას“ მხრიდან გამარჯვების გოლი 73-ე წუთზე რაფინიამ გაიტანა. მატჩის მიწურულს „რეალს“ გათანაბრება შეეძლო, თუმცა ალვარო კარერასმა და რაულ ასენსიომ შანსებით ვერ ისარგებლეს.
შედეგად, „ბარსელონამ“ ესპანეთის სუპერთასის ტიტული დაიცვა, ჯამში კი, აღნიშნული ჯილდო ისტორიაში მეთექვსმეტედ მოიგო, რაც რეკორდია.