ფეხბურთი | „ბარსელონამ“ ჰანსი ფლიკს ახალი კონტრაქტი შესთავაზა #1TVSPORT
ფეხბურთი | „ბარსელონამ“ ჰანსი ფლიკს ახალი კონტრაქტი შესთავაზა #1TVSPORT

„ბარსელონამ“ წინადადებით მიმართა მთავარ მწვრთნელს ჰანს-დიტერ ფლიკს ახალი კონტრაქტის თაობაზე.

როგორც გამოცემა Diario Sport წერს, კატალონელებმა 60 წლის გერმანელს ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს – 2028 წლის ზაფხულამდე. კლუბში სურთ თავიდან აიცილონ სიტუაცია, როცა მწვრთნელი მუშაობდა ხელშეკრულების მოახლოებული დასრულების პირობებში. ასევე „ბარსელონაში“ ცდილობენ, რომ პროექტში ყველა კომფორტულად გრძნობდეს თავს.

სპორტული დირექტორი დეკუ მუშაობს მწვრთნელთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე. ფლიკის აგენტმა პინი ზაჰავიმ უკვე გამართა მნიშვნელოვანი შეხვედრა „ბარსელონას“ პრეზიდენტთან ჟოან ლაპორტასთან და მხარეები მიუახლოვდნენ ხელშეკრულების გაგრძელებას.

ხელშეკრულების მხოლოდ ერთი წლით გაგრძელება იმით არის განპირობებული, რომ თავად ფლიკს არ სურს მრავალწლიანი კონტრაქტის გაფორმება.

გერმანელმა „ბარსელონა“ 2024 წელს ჩაიბარა. მან კლუბთან ერთად მოიგო ჩემპიონატი, თასი და ესპანეთის სუპერთასი.