ფეხბურთი | „ბარსელონამ“ ევროპის სუპერლიგის პროექტი ოფიციალურად დატოვა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევროპის სუპერლიგის პროექტს ტოვებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კატალონიური გრანდი ინიციატივაში მონაწილეობას წყვეტს.
„7 თებერვალს „ბარსელონამ“ ოფიციალურად აცნობა ევროპის სუპერლიგის კომპანიას და მის წევრ კლუბებს პროექტიდან გასვლის შესახებ“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ცნობაში.
შედეგად, სუპერლიგის ერთადერთ მონაწილედ მადრიდის „რეალი“ დარჩა. მანამდე პროექტში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა ტურნირის „იუვენტუსმა“.