ფეხბურთი | „ბარსელონამ“ 2029 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადი წარადგინა #1TVSPORT
„ბარსელონამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2029 წლის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალის „კამპ ნოუზე“ ჩატარების სურვილით განაცხადი შეიტანა.
ესპანური გრანდი მიიჩნევს, რომ სრულად განახლებული და მოდერნიზებული სტადიონი, რომელმაც მასშტაბური რეკონსტრუქცია გაიარა, ყველა აუცილებელ სტანდარტს აკმაყოფილებს ასეთი მნიშვნელობის მატჩის მისაღებად.
„საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ ოფიციალურად აცხადებს მზადყოფნას, ბარსელონას საქალაქო საბჭოსა და კატალონიის მთავრობის მხარდაჭერით, ჩაერთოს 2029 წლის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის საწყის პროცესში. ქალაქი ბარსელონა წარმოდგენილია როგორც შესაძლო მასპინძელი, ხოლო „კამპ ნოუ“ – როგორც მატჩის სტადიონი, უეფა-ს სერტიფიცირებისა და ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის თანხმობის გათვალისწინებით“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
ჩემპიონთა ლიგის ფინალს „კამპ ნოუმ“ ბოლოს 1999 წელს უმასპინძლა, როდესაც გადამწყვეტ შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბაიერნი“ 2:1 დაამარცხა.