ფეხბურთი | „ბარსელონა“ მარკუს რეშფორდს 30 მილიონად გამოისყიდის #1TVSPORT

18:59, 09.01.2026

მარკუს რეშფორდი „ბარსელონაში“ დარჩება.

გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონური კლუბი აპირებს გამოიყენოს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ იჯარით აყვანილი ფორვარდის გამოსყიდვის პუნქტი. ასეთ შემთხვევაში „იუნაიტედი“ 30 მილიონ ევროს მიიღებს.

რეშფორდს „ბარსელონას“ შემადგენლობაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევენ. ასევე სამწვრთნელო ჯგუფი აფასებს ინგლისელის უნარს, ითამაშოს სხვადასხვა პოზიციაზე.

ამ სეზონში რეშფორდმა ლა ლიგის 18 მატჩში ორი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი