ფეხბურთი | „ბარსელონა“ გრინვუდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT

13:21, 02.01.2026

„ბარსელონა“ „მარსელის“ გარემარბთან, მეისონ გრინვუდთან კონტრაქტის გასაფორმებლად ემზადება.

ინგლისელმა ფეხბურთელმაც გამოხატა ინტერესი სავარაუდო ტრანსფერის მიმართ და მიმართა თავის აგენტებს, ხელი შეუწყონ კატალონურ კლუბში გადასვლას.

მიმდინარე სეზონში გრინვუდმა „მარსელის“ რიგებში ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი