ფეხბურთი | „ბარსელონა“ 2.5-წლიანი შესვენების შემდეგ „კამპ ნოუზე“ ბრუნდება #1TVSPORT
ფეხბურთი | „ბარსელონა“ 2.5-წლიანი შესვენების შემდეგ „კამპ ნოუზე“ ბრუნდება #1TVSPORT

2.5-წლიანი შესვენების შემდეგ საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ „კამპ ნოუზე“ პირველი მატჩის გამართვას გეგმავს, – ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

„ბარსელონა“ 22 ნოემბერს ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში ისტორიულ სტადიონზე „ბილბაოს“ უმასპინძლებს.

რეკონსტრუქციის პერიოდში გუნდმა საშინაო შეხვედრები ბარსელონის ოლიმპიურ სტადიონსა და „იოჰან კრუიფ არენაზე“ გამართა. „კამპ ნოუზე“ გადასვლის გადაწყვეტილება 1B ლიცენზიის მიღების შემდეგ დადასტურდა, რაც სტადიონის ტევადობის 45 401 მაყურებლამდე გაზრდას გულისხმობს.

კლუბი ასევე ცდილობს, უეფა-სთან შეთანხმებას მიაღწიოს და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩიც ფრანკფურტის „აინტრახტთან“ „კამპ ნოუზე“ ჩაატაროს.

„ბარსელონამ“ აღნიშნულ სტადიონზე ბოლო მატჩი 2023 წლის მაისში გამართა. რეკონსტრუქციის სრულად დასრულების შემდეგ „კამპ ნოუზე“ 100 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაეტევა.