ფეხბურთი | „ბაიერნმა“ სეზონში პირველად წააგო - ბუნდესლიგის ლიდერი შინ „აუგსბურგთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ფეხბურთი | „ბაიერნმა“ სეზონში პირველად წააგო - ბუნდესლიგის ლიდერი შინ „აუგსბურგთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ბუნდესლიგის მე-19 ტურში ლიდერი „ბაიერნი“ საკუთარ მოედანზე იღებდა „აუგსბურგს“ და სეზონში პირველად დამარცხდა.

ანგარიში შეხვედრაში მიუნხენელთა მცველმა ჰიროკი იტომ 23-ე წუთზე გახსნა. მასპინძლებმა მინიმალური უპირატესობა 75-ე წუთამდე შეინარჩუნეს, რის შემდეგაც „აუგსბურგის“ მცველმა, არტურ ჩავესმა ანგარიში გაათანაბრა, 81-ე წუთზე კი სტუმრების ნახევარმცველმა, ჰან-ნოა მასენგომ გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ბაიერნი“ 50 ქულით აგრძელებს ლიდერობას ბუნდესლიგაში. ის 11 ქულით უსწრებს „დორტმუნდს“, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.