ფეხბურთი | „ბაიერნმა“ და ჰარი კეინმა ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყეს #1TVSPORT
ფეხბურთი | „ბაიერნმა“ და ჰარი კეინმა ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყეს #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნმა“ და ჰარი კეინმა ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკება დაიწყეს, – ინფორმაციას „სკაი სპორტი“ ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეები კონტრაქტის გაგრძელებას 2028 ან 2029 წლამდე გეგმავენ. ინფორმაცია მოლაპარაკების შესახებ ასევე დაადასტურა მიუნხენური გრანდის სპორტულმა დირექტორმა, მაქს ებერლმა.

კეინი „ბაიერნში“ საკუთარი მდგომარეობით კმაყოფილია და სხვა გუნდში გადასვლაზე არ ფიქრობს.

ინგლისელი თავდამსხმელი გერმანული გუნდის წევრი 2023 წლის ზაფხულში გახდა. მას კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.

„ბაიერნის“ რიგებში ჩატარებულ 126 მატჩში 32 წლის კეინმა 119 გოლი გაიტანა. ინგლისელმა გუნდთან ერთად ორი ტიტული მოიგო – გერმანიის ბუნდესლიგა და გერმანიის სუპერთასი.