ფეხბურთი | აზაროვის „შახტარმა“ კონფერენს ლიგის ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა #1TVSPORT
დონეცკის „შახტარი“, სადაც ირაკლი აზაროვი თამაშობს, კონფერენს ლიგის პლეიოფში ნიდერლანდურ „ალკმაარს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად მოიგო – 3:0.
დონეცკელებამ უპირატესობა შეხვედრის ბოლოსკენ მოიპოვეს – 72-ე წუთზე პედრინიოს გოლით დაწინაურდნენ, ხოლო ალისონის დუბლით (81, 83) საპასუხო მატჩამდე, რომელიც 16 აპრილს ნიდერლანდებში გაიმართება, კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.
ირაკლი აზაროვი უკრაინული გუნდის სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.