ფეხბურთი | აზაროვი უკრაინის პრემიერლიგის ტურის სიმბოლური ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
ირაკლი აზაროვმა უკრაინის პრემიერლიგის ბოლო ტურში, „კუდრივკასთან“ გასვლით მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა და Ua-football-მა ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
დონეცკის „შახტარმა“ 25-ე ტურის გასვლით დაპირისპირებაში მეტოქეს 3:1 მოუგო. გუნდის მთავარი მწვრთნელი არდა თურანი ქართველ შემტევს ევროსარბიელზე, ფაქტობრივად, არ ათამაშებს, უკრაინის ჩემპიონატში კი მეცხრე მატჩი ჩაატარა და 56-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა. ეს საქართველოს ნაკრების მცველისთვის სეზონში პირველი საგოლე მოქმედება იყო.
„აზაროვი დონეცკის „შახტარში“ იშვიათად თამაშობს, რადგან ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი პედრო ენრიკეა. არდა თურანმა ბრაზილიელს დასვენების საშუალება მისცა, აზაროვმა შანსი მიიღო და კარგად ითამაშა. ქართველი რეგულარულად ერთვებოდა შეტევაში და ბონდარენკომ მისი გადაცემით გაიტანა“, – წერს Ua-football-ი.