ფეხბურთი | ავსტრიული გამოცემა – კიტეიშვილის გამოკლება „შტურმისთვის“ დიდი დანაკლისი იქნება #1TVSPORT

14:59, 16.02.2026

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში „ტიროლთან“ გასვლითი შეხვედრის 42-ე წუთზე უკანა კუნთის ტრავმის გამო შეცვალეს.

„ტრავმის სიმძიმეზე ჯერ ვერ ვილაპარაკებ. რაც შეეხება მომავალ შეხვედრებს, გამარჯვებისთვის უნდა ვითამაშოთ და ეს დამოკიდებულება უნდა გავითავისოთ“, – განაცხადა ქართველმა ნახევარმცველმა ავსტრიულ Sky-სთან ინტერვიუში.

ოთარ კიტეიშვილის ტრავმას ავსტრიული მედიაც გამოეხმაურა.

კიტეიშვილის გამოკლება დიდი დარტყმაა ჩემპიონისთვის“, – ასე შეაფასა გამოცემა laola1-მა ქართველის ტრავმა, ხოლო Sky-ს ვებგვერდი მიიჩნევს, რომ თუ კიტეიშვილი გუნდს ხანგრძლივი დროით გამოაკლდება, ეს „შტურმისთვის“ დიდი დანაკლისი იქნება.

მსგავსი