ფეხბურთი | ავსტრიის ბუნდესლიგის ვერსიით, ოთარ კიტეიშვილი წრის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT
ფეხბურთი | ავსტრიის ბუნდესლიგის ვერსიით, ოთარ კიტეიშვილი წრის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – ფეხბურთელები ავსტრიის ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა შეარჩია.

ავსტრიაში სეზონი 6 თებერვალს განახლდება, გამოკითხვა თამაშების დაწყებამდე სამი კვირით ადრე დასრულდა. ავსტრიის ჩემპიონის შემადგენლობიდან რჩეულთა შორის გრაცის „შტურმიდან“ მხოლოდ ქართველი ნახევარმცველი მოხვდა.

პირველ წრეში ჩატარებული 17 მატჩიდან ოთარ კიტეიშვილმა ორი ტრავმის გამო გამოტოვა. მის ანგარიშზე 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა – კიტეიშვილი ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა.