ფეხბურთი | „ატალანტასთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ „ბაიერნს“ მანუელ ნოიერი გამოაკლდა #1TVSPORT

16:20, 07.03.2026

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი კვლავ ტრავმირებულია. გამოცდილი გერმანელი ბუნდესლიგაში „გლადბახთან“ შეხვედრაში დაბრუნდა, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას ისევ დაშავდა.

კლუბის ინფორმაციით, ნოიერს წვივის კუნთი აქვს დაზიანებული. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს იუქმებს 39 წლის მეკარე, თუმცა, დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ატალანტასთან“ გუნდს ვერ დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში ნოიერმა „ბაიერნის“ მაისურით ყველა ტურნირზე 29 შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი