ფეხბურთი | „ატალანტამ“ „ატლეტიკოდან“ ჯაკომო რასპადორი შეიძინა #1TVSPORT
ფეხბურთი | „ატალანტამ“ „ატლეტიკოდან“ ჯაკომო რასპადორი შეიძინა #1TVSPORT

ბერგამოს „ატალანტამ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა მადრიდის „ატლეტიკოდან“ ფორვარდ ჯაკომო რასპადორის შეძენის შესახებ. იტალიელმა ახალ კლუბში მე-18 ნომერი აირჩია.

25 წლის ფეხბურთელი „ატლეტიკოში“ „ნაპოლიდან“ 2025 წლის აგვისტოში გადავიდა. ესპანურ კლუბში მან 15 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. რასპადორის კონტრაქტი „ატლეტიკოში“ 2030 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში.