ფეხბურთი | „არსენალს“ ბუკაიო საკა რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება #1TVSPORT
ფეხბურთი | „არსენალს“ ბუკაიო საკა რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება #1TVSPORT

ლონდონის „არსენალს“ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ბუკაიო საკა, დაახლოებით, 3-4 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება, – ინფორმაციას ჟურნალისტი სიმონ კოლინგსი ავრცელებს.

როგორც კოლინგსი წერს, საკამ კუნთის ტრავმა ინგლისის პრემიერლიგის გასულ ტურში, „ლიდს იუნაიტედთან“ შეხვედრის დროს მიიღო.

ინგლისის ნაკრების გარემარბს ტრავმის გამო ოთხი მატჩის გამოტოვება მოუწევს, მათ შორის გაუცდება პრემიერლიგის ორი მატჩი.

საკა გუნდს „ჩელსის“ (ლიგის თასი), „სანდერლენდის“ (პრემიერლიგა), „ბრენტფორდის“ (პრემიერლიგა) და „უიგანის“ (FA თასი) წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში 24 წლის ფეხბურთელმა 31 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.