„არსენალის“ ცენტრალურ ნახევარმცველს, მიკელ მერინოს ფეხზე ოპერაცია ელოდება, – იტყობინება ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
29 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ტრავმა ორი კვირის წინ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო.
მერინოს დაზიანებული აქვს მარჯვენა ტერფის ძვალი. უახლოეს დღეებში მას ოპერაციას ჩაუტარებენ, რის შემდეგაც დაიწყებს აღდგენით და სარეაბილიტაციო პროგრამას. ელოდებიან, რომ ესპანელი ხანგრძლივ პერიოდს გამოტოვებს და შეეცდება, სეზონის დასრულებამდე დაუბრუნდეს სრულფასოვან ვარჯიშებს.
ამ სეზონში მიკელ მერინომ 33 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.