ფეხბურთი | არაუხომ შეიძლება „ბარსელონაში“ ვეღარ ითამაშოს - მიზეზი ფსიქოლოგიური პრობლემებია #1TVSPORT
ფეხბურთი | არაუხომ შეიძლება „ბარსელონაში“ ვეღარ ითამაშოს - მიზეზი ფსიქოლოგიური პრობლემებია #1TVSPORT

„ბარსელონასა“ და ურუგვაის ნაკრების მცველმა, რონალდ არაუხომ, შესაძლოა, ვეღარ შეძლოს კატალონურ კლუბში თამაშში, – ამის შესახებ წერს გამოცემა COPE.

უფრო ადრე გახდა ცნობილი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსისთან“ მატჩში მიღებული წითელი ბარათის შემდეგ „ბარსელონამ“ 26 წლის ფეხბურთელს ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღდგენისთვის განუსაზღვრელი დრო მისცა, მაგრამ ახლა იტყობინებიან, რომ ურუგვაელის პრობლემები იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. როგორც ირკვევა, არაუხომ ბოლო დროს პანიკის რამდენიმე შეტევა გადაიტანა, რაც შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო წნეხისგან „ბარსელონაში“ თამაშის გამო.

ასე რომ, არსებობს სერიოზული საფრთხე იმისა, რომ არაუხომ, რომელიც „ბარსელონას“ წევრია 2018 წლიდან, ვეღარ ითამაშოს კატალონელთა რიგებში.