ფეხბურთი | ანზორ მექვაბიშვილი - თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა გვინდა, თურქეთთან გამარჯვება აუცილებელია #1TVSPORT
ფეხბურთი | ანზორ მექვაბიშვილი - თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა გვინდა, თურქეთთან გამარჯვება აუცილებელია #1TVSPORT

თურქეთის ეროვნულ გუნდთან მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის შეხვედრის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა ისაუბრა.

„ესპანეთთან შეხვედრის შემდეგ ძალები სრულად აღვიდგინეთ და ახლა ყურადღება მთლიანად თურქეთთან გადამწყვეტი მატჩისკენ გვაქვს მიმართული. თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა გვინდა, გამარჯვება აუცილებელია. უბრალოდ უნდა ვიწამოთ საკუთარი შესაძლებლობების, ერთად და ერთიანი გუნდური ძალით შეგვიძლია შედეგის მიღწევა.

რაც შეეხება თურქ გულშემატკივრებს, ეს ჩემთვის არა წნეხი, არამედ დამატებითი მოტივაციაა. ვიცით, როგორი ემოციური და ხმაურიანი ატმოსფერო იქმნება მათ სტადიონებზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენც გვეყოლება ბევრი ქომაგი, რომელიც გვერდით დაგვიდგება“, – განაცხადა მექვაბიშვილმა.

თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ქალაქ იზმითში 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.