ფეხბურთი | ანზორ მექვაბიშვილი რუმინეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT
რუმინეთის ნაკრებისა და „გალათასარაის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ფლორინ ბრატუმ გამოცემა Digi Sport-თან რუმინეთის სუპერლიგის გამორჩეული მოთამაშეებისგან სიმბოლური ნაკრები შეადგინა – რჩეულეთა შორის ანზორ მექვაბიშვილიც მოხვდა.
რუმინეთის ჩემპიონატში 21 ტურის შემდეგ კრაიოვას „უნივერსიტატეა“ 40 ქულით გათამაშების ლიდერია. კრაიოველთაგან ბრატუმ სიმბოლურ გუნდში ხუთი მოთამაშე დაასახელა. მექვაბიშვილმა 17 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე ერთი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა.
სუპერლიგას კრაიოველები 19 იანვრის „პეტროლულთან“ გასვლითი მატჩით განაახლებენ. 2 იანვარს რუმინული გუნდი ხანმოკლე შეკრებაზე ანტალიაში გაემგზავრა, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – 7 იანვარს „ქონიასპორს“ დაუპირისპირდება, ხოლო 10-ში – გერმანული „შტუტგარტის“ სარეზერვო გუნდს.