ფეხბურთი | ანტუან სემენიო „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა #1TVSPORT

02:35, 07.01.2026

„მანჩესტერ სიტიმ“ წარმატებით დაასრულა „ბორნმუთიდან“ გარემარბ ანტუან სემენიოს ტრანსფერი. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.

ტრანსფერის თანხა 75 მილიონი ევრო იქნება. სემენიო მრავალწლიან კონტრაქტს გააფორმებს ახალ კლუბთან სამედიცინო შემოწმების შემდეგ, რომელიც 8 იანვარს გაიმართება.

ცნობილია, რომ განელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგის ოთხ კლუბს უთხრა უარი, რათა „სიტის“ შემადგენლობაში გადასულიყო. ამ ტრანსფერში გადამწყვეტი როლი ითამაშა ფეხბურთელის სურვილმა, ეთამაშა პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით.

ამ სეზონში 25 წლის ანტუან სემენიომ პრემიერლიგაში 19 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი