ფეხბურთი | ანტონიო კასანო - იტალიის ჩემპიონატი საცოდავი სანახაობაა #1TVSPORT
იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ანტონიო კასანომ მწვავედ გააკრიტიკა სერია A-ს დონე.
„იტალიის ჩემპიონატი საცოდავი სანახაობაა, ის არანაირ ემოციას არ იწვევს. სერია A არსებობს მხოლოდ გულშემატკივრების ენთუზიაზმის ხარჯზე, მაგრამ ფეხბურთის ხარისხი ძალიან დაბალია.
ეს სამარცხვინო სიტუაციაა. ზოგიერთი მატჩის ყურება – ნამდვილი ტანჯვაა. არ არის რითმი, არ არის სანახაობა“, – განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა.
ამ მომენტისთვის სერია A-ს ლიდერი მილანის „ინტერია“, რომელიც თანაქალაქე „მილანს“ ერთი ქულით აღემატება.