ფეხბურთი | ამხანაგურ მატჩში რფს-მ „ჟალგირისი“ დაამარცხა – ოდიშარიამ და მამაცაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს #1TVSPORT

09:30, 05.02.2026

მოსამზადებელ შეკრებაზე ქართველების კლუბების დაპირისპირება გაიმართა – ლაშა ოდიშარიას „რიგის ფეხბურთის სკოლამ“ (რფს) საბა მამაცაშვილის „ჟალგირისი“ 4:2 დაამარცხა.

რიგის საფეხბურთო მანეჟში გამართულ შეხვედრაში ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო – ლაშა ოდიშარიამ ორ საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა.

საბა მამაცაშვილი ვილნიუსის „ჟალგირისში“ იანვარში შვედური „სირიუსიდან“ იჯარით გადავიდა და სეზონისთვის კლუბთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება. მან ლიეტუვური კლუბის შემადგენლობაში 90 წუთი ჩაატარა.

მსგავსი