ფეხბურთი | ამერიკული გამოცემა – საბა ლობჟანიძე, სავარაუდოდ, „ატლანტას“ დატოვებს #1TVSPORT
„ატლანტა იუნაიტედში“ მთავარ მწვრთნელად არგენტინელი ხერარდო მარტინო დაინიშნა, რომელმაც გუნდიდან რამდენიმე მოთამაშის გაშვება გადაწყვიტა, მათ შორის ერთ-ერთი საბა ლობჟანიძეა – ინფორმაციას გამოცემა Atlanta Journal-Constitution-ი (AJC) ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, მარტინომ გუნდის გასაძლირებლად ხელმძღვანელობას ახალი ტრანსფერების განხორციელება სთხოვა და რამდენიმე მოთამაშის გაშვება გადაწყვიტა.
გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, შესაძლოა, გუნდი მალე დატოვოს.
საბა ლობჟანიძე „ატლანტა იუნაიტედში“ 2023 წელს თურქული „ჰათაისფორიდან“ გადავიდა და 72 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.