ფეხბურთი | „ალ-ჰილალმა“ ქარიმ ბენზემას ტრანსფერი დაადასტურა #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი ქარიმ ბენზემა „ალ-ჰილალის“ ფეხბურთელი გახდა.
საუდის არაბეთის მოქმედმა ჩემპიონმა ოფიციალურად გამოაცხადა 38 წლის თავდამსხმელის შეძენის შესახებ. ადრე იტყობინებოდნენ, რომ მხარეები 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებდნენ ხელშეკრულებას.
მიმდინარე სეზონში ბენზემამ საუდის არაბეთის ჩემპიონატში, „ალ-იტიჰადის“ შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.