ფეხბურთი | ახალი სეზონი ეროვნულ ლიგა 2-შიც დაიწყო - მარტვილის „მერანმა“ პირველი მატჩი მოიგო #1TVSPORT
ეროვნულ ლიგის შემდეგ თამაშების ნაწილი ლიგა 2-შიც გადაიდო, მაგრამ დღეს ახალი სეზონის ორი მატჩი მაინც გაიმართა.
„კოლხეთი“ (ფოთი) – „შტურმი“ 1:1
ანგარიში სტუმრებმა მე-6 წუთზე თემურ გაბუნიას მიერ გატანილი გოლით გახსნეს, მაგრამ ფოთელებმა წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინეს – 21-ე წუთზე თავი დავით ფაღავამ გამოიჩინა.
„მერანი“ (მარტვილი) – „გორი“ 2:0
მარტვილის „მერანმა“ სეზონი მოგებით გახსნა – მასპინძლები ლიგა 2-ის დებიუტანტ „გორთან“ 54-ე წუთზე ზვიად სიხარულიამ დააწინაურა. 87-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან გორელთა ლეგიონერი ამოა ბაფური გააძევა. საბოლოო ანგარიში კი 90+5-ე წუთზე ბაქარ ლაღაძემ დააფიქსირა.