ფეხბურთი | ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის საგზური კვლავ „დინამო თბილისმა“ მოიპოვა #1TVSPORT
ფეხბურთი | ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის საგზური კვლავ „დინამო თბილისმა“ მოიპოვა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ აკადემია გივი ჩოხელის სახელობის 19-წლამდელთა ლიგის 2025 წლის სეზონის გამარჯვებული გახდა და მომავალ სეზონშიც ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

გათამაშების დასკვნითი მატჩი, რომელიც „დინამოსა“ და „იბერიის“ ასაკობრივ გუნდებს შორის გაიმართა, 2:2 დასრულდა. საბოლოოდ, „დინამოს“ 19-წლამდელების გუნდმა ჩემპიონატი 66 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. მეორე პოზიცია „იბერიამ“ (60) დაიკავა, ხოლო მესამეზე თბილისის „ლოკომოტივი“ (42) გავიდა.

სეზონის გამარჯვებულები ოქროს მედლებითა და საჩემპიონო ფარით სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა დააჯილდოვა. „დინამოს“ 19-წლამდელთა გუნდი, ქვეყნის ჩემპიონის სტატუსით, მომავალ სეზონშიც უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე წარადგენს საქართველოს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „დინამო თბილისი“ ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპამდე მივიდა, თუმცა ძირითად ფაზაში გასვლა ვერ მოახერხა.