ფეხბურთი | აფრიკის თასზე ნახევარფინალური წყვილები დაკომპლექტდა [ვიდეო] #1TVSPORT
09:10, 11.01.2026
მაროკოში მიმდინარე აფრიკის ერთა თასზე დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი და დაკომპლექტდა ნახევარფინალური ეტაპის წყვილები.
კონტინენტის პირველობის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის გავიდა ნიგერიის ნაკრები, რომელმაც ალჟირი 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი 47-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა, ხოლო 57-ე წუთზე თავის გამოჩენა აკორ ადამსმა მოახერხა – ოსიმენმა ამჯერად საგოლე გადაცემა მიითვალა.
ტურნირის ბოლო მეოთხედფინალში ეგვიპტემ 3:2 მოუგო კოტ დ’ივუარის ნაკრებს. მარმუშისა და რაბიას გოლებით ეგვიპტელები პირველ ტაიმში 2:0 გავიდნენ წინ, ტაიმის მიწურულს ფატუს ავტოგოლით სხვაობა შემცირდა, თუმცა მეორე ნახევრის დასაწყისშივე მოჰამედ სალაჰმა გაიტანა და ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. შეხვედრაში ბოლო გოლი 73-ე წუთზე გელა დუემ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ მოჰამედ სალაჰმა საგოლე მოქმედებით თავის გამოჩენა მიმდინარე აფრიკის თასის ყველა მატჩში მოახერხა – ამჟამად მას ოთხი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა აქვს.
აფრიკის ერთა თასი | ნახევარფინალური მატჩების განრიგი: