ფეხბურთი | აფრიკის თასზე მერვედფინალის ყველა მონაწილე გამოვლინდა #1TVSPORT
ფეხბურთში მაროკოში მიმდინარე აფრიკის ეროვნათა თასზე დასასრულს უახლოვდება ჯგუფური ეტაპი და უკვე გამოვლინდა მერვედფინალური ეტაპის 16-ივე მონაწილე.
ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა სათამაშო დღეს C და D ჯგუფის შეხვედრები შედგა.
C ჯგუფში ტანზანიისა და ტუნისის დაპირისპირება 1:1 დასრულდა, ხოლო ნიგერიამ უგანდას 3:1 სძლია. D ჯგუფში სენეგალმა ბენინი 3:0 დაამარცხა, კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ კი ბოტსვანას 3:0 მოუგო.
31 დეკემბერს E და F ჯგუფის გუნდებიც ითამაშებენ. გასარკვევი დარჩა, ვინ რომელ ადგილზე გავა და ვის შეხვდება მერვედფინალში. აღნიშნული ეტაპის მატჩების სრული განრიგი შეხვედრების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
პლეი ოფი 3 იანვარს დაიწყება.
აფრიკის თასი | 31 დეკემბრის მატჩები:
ეკვატორული გვინეა – ალჟირი | 20:00
სუდანი – ბურკინა ფასო | 20:00
გაბონი – კოტ დ’ივუარი | 23:00
მოზამბიკი – კამერუნი | 23:00
მერვედფინალში გასული გუნდები:
A ჯგუფი: მაროკო, მალი
B ჯგუფი: ეგვიპტე, სამხრეთ აფრიკა
C ჯგუფი: ნიგერია, ტუნისი, ტანზანია
D ჯგუფი: სენეგალი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ბენინი
E ჯგუფი: ალჟირი, ბურკინა ფასო, სუდანი (მეორე და მესამე ადგილების თანმიმდევრობა შესაძლოა შეიცვალოს)
F ჯგუფი: კამერუნი, კოტ-დ’ივუარი, მოზამბიკი (ადგილები დასადგენია)