ფეხბურთი | აფრიკის თასზე მერვედფინალის საგზური ექვსმა გუნდმა მოიპოვა #1TVSPORT
ფეხბურთი | აფრიკის თასზე მერვედფინალის საგზური ექვსმა გუნდმა მოიპოვა #1TVSPORT

მაროკოში დასასრულს უახლოვდება ჯგუფური ეტაპი აფრიკის ეროვნებათა თასზე. მესამე ტურის მატჩები გაიმართა A და B ჯგუფში, რის შედეგადაც, პლეი ოფის მონაწილეთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა.

A ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა ტურნირის მასპინძელმა მაროკოს ნაკრებმა. ბოლო ტურში ჩრდილოეთაფრიკელებმა ზამბიას 3:0 სძლიეს – დუბლი შეასრულა ელ კააბიმ, ხოლო ერთი გოლი ბრაჰიმ დიასის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა ჯგუფის სამივე მატჩში გაიტანა და 3 გოლით ტურნირის თანაბომბარდირია.

ამავე ჯგუფში 0:0 დასრულდა მალისა და კომორისის დაპირისპირება. 3 ქულით მალი ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და პლეი ოფის საგზური მოიპოვა, კომოროსი კი სხვა გუნდების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, შევა თუ არა 4 საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის.

7 ქულით მოიგო B ჯგუფი ეგვიპტის ნაკრებმა. ბოლო ტურში ეგვიპტელებმა ანგოლასთან 0:0 ითამაშეს. ჯგუფში მეორეზე (6 ქულა) გავიდა სამხრეთ აფრიკა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში 3:2 სძლია ზიმბაბვეს ნაკრებს. 2 ქულა აქვს ანგოლას, მესამეზეა და სხვა გუნდებს დაელოდება.

მეორე ტურის შემდეგ ცნობილი იყო, რომ C ჯგუფიდან პლეი ოფში ითამაშებდა ნიგერიის ნაკრები, რომელსაც პირველი ადგილი ბოლო ტურის მატჩის წინ გარანტირებული აქვს. E ჯგუფში კი პირველობაში ვერავინ შეეცილება ალჟირს.

აფრიკის თასი | 30 დეკემბრის მატჩები:

ტანზანია – ტუნისი | 20:00

უგანდა – ნიგერია | 20:00

ბენინი – სენეგალი | 23:00

ბოტსვანა – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | 23:00