ფეხბურთი | აფრიკის თასზე მეოთხედფინალური წყვილები დაკომპლექტდა #1TVSPORT
მაროკოში მიმდინარე აფრიკის თასზე დასრულდა მერვერდფინალური ეტაპი და ცნობილია ყველა მეოთხედფინალური წყვილი.
ბოლო მერვედფინალებში ალჟირმა 1:0 დაამარცხა (ბოულბინას გოლი) კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ხოლო კოტ დ’ივუარმა ბურკინა ფასოს 3:0 სძლია. გოლები დიალომ, დიომანდემ და ტურემ გაიტანეს.
მეოთხედფინალური წყვილები:
9 იანვარი
მალი – სენეგალი (20:00)
კამერუნი – მაროკო (23:00)
10 იანვარი
ალჟირი – ნიგერია (20:00)
ეგვიპტე – კოტ დ’ივუარი (23:00)
ნახევარფინალურ ეტაპზე მალი-სენეგალის წყვილში გამარჯვებული შეხვდება ეგვიპტე-კოტ დ’ივუარის წყვილში მოგებულს, მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან კამერუნი-მაროკოსა და ალჟირი-ნიგერიის წყვილებში გამარჯვებულები.