ფეხბურთი | აფრიკის თასზე გუნდები მერვედფინალში დაწყვილდნენ #1TVSPORT
მაროკოში მიმდინარე აფრიკის ერთა თასზე დასრულდა ჯგუფური ეტაპი და გუნდები მერვედფინალში დაწყვილდნენ.
კონტინენტის ჩემპიონატის პლეი ოფის პირველი ეტაპის მატჩები 3 იანვარს დაიწყება და 6 იანვარს დასრულდება.
3 იანვარი
სენეგალი – სუდანი | 20:00 საათი
მალი – ტუნისი | 23:00 საათი
4 იანვარი
მაროკო – ტანზანია | 20:00 საათი
სამხრეთ აფრიკა – კამერუნი | 23:00 საათი
5 იანვარი
ეგვიპტე – ბენინი | 20:00 საათი
ნიგერია – მოზამბიკი | 23:00 საათი
6 იანვარი
ალჟირი – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | 19:00 საათი
კოტ-დ’ივუარი – ბურკინა ფასო | 22:00 საათი
მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები აფრიკის თასზე 9-10 იანვარს ჩატარდება, ნახევარფინალები 14 იანვარსაა დაგეგმილი, მესამე ადგილისთვის მატჩი – 17 იანვარს, ხოლო ფინალი – 18 იანვარს.