ფეხბურთი | აფრიკის თასის გათამაშებაში მესამე ადგილი ნიგერიის ნაკრებმა დაიკავა [ვიდეო] #1TVSPORT

მაროკოში მიმდინარე აფრიკის თასის გათამაშებაში მესამე ადგილი ნიგერიის ეროვნულმა გუნდმა დაიკავა.

ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრაში ნიგერიამ ეგვიპტე პენალტების სერიაში 4:2 დაამარცა (ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა).

ნიგერიამ კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი ისტორიაში მეცხრედ მოიპოვა. აფრიკის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები ჩემპიონი სამჯერ გახდა, ხოლო ხუთჯერ მეორე ადგილზე გავიდა.

მიმდინარე ტურნირის ფინალში ერთმანეთს მასპინძელი მაროკო და სენეგალი შეხვდებიან. მატჩი 18 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.