ფეხბურთი | 39 წლის ედინ ჯეკო „შალკეში“ გადავიდა #1TVSPORT
ბოსნიელი ფორვარდი ედინ ჯეკო „ფიორენტინადან“ „შალკეში“ გადავიდა.
39 წლის ფეხბურთელმა თავისუფალი აგენტის სტატუსით 2025-26 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი მეორე ბუნდესლიგის ლიდერთან.
მიმდინარე სეზონში ჯეკომ 11 მატჩი ჩაატარა სერია A-ში „ფიორენტინას“ რიგებში და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.