ფეხბურთი | 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა საბერძნეთთან წააგო #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში საბერძნეთს დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.
ჰერაკლიონში, თეოდოროს ვარდინოგიანისის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა პირველ ტაიმში მხოლოდ ერთხელ შეძლეს მისი გამოყენება – მე-20 წუთზე ელენი მარკუს გოლით დაწინაურდნენ.
შესვენების შემდეგ ანგარიში დიდი ხნის განმავლობაში უცვლელი იყო, თუმცა ბერძნებმა საქართველოს ნაკრების შეცდომებითა და გადაღლით მაინც ისარგებლეს. მე-80 წუთზე მეორე გოლი კალისტი ბრუკსაირმა გაიტანა, ხოლო 86-ე წუთზე თავი ილეკტრა ძორძევიჩმა გამოიჩინა.
საქართველოს ქალთა ნაკრები 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მომდევნო შეხვედრას 18 აპრილს კვლავ გასვლაზე გამართავს – ირის ანტმანის გუნდი ფარერის კუნძულების ნაკრებს ესტუმრება.